სომხეთის ხელისუფლება გეგმავს 4 მაისიდან გააუქმოს შეზღუდვები და დაუშვას მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვაროს სიმონინმა განაცხადა.
თუმცა ჯერაც დახურული რჩება სავაჭრო ცენტრები, რათა თავიდან იქნას აცილებული მასობრივი თავშეყრა.
დაწესებულებებს დაეგზავნებათ კორონავირუსით ინფიცირების საპრევენციო რეკომენდაციები. რეკომენდაციების დაცულობის ხარისხს სამართალდამცავი ორგანიზაციები გააკონტროლებენ.
აგრარული ბაზრების გარდა 4 მაისიდან იგეგმება ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეებისა და ბარების გახსნა. გარდა ამისა ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ სილამაზის სალონებიც.
შეგახსენებთ, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 2273 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 33 ადამიანი.