USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
სომხეთი 4 მაისიდან შეზღუდვების ნაწილს ხსნის
თარიღი:  705

სომხეთის ხელისუფლება გეგმავს 4 მაისიდან გააუქმოს შეზღუდვები და დაუშვას მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება  მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვაროს სიმონინმა განაცხადა.

თუმცა ჯერაც დახურული რჩება სავაჭრო ცენტრები, რათა თავიდან იქნას აცილებული მასობრივი თავშეყრა.

დაწესებულებებს დაეგზავნებათ კორონავირუსით ინფიცირების საპრევენციო რეკომენდაციები. რეკომენდაციების დაცულობის ხარისხს სამართალდამცავი ორგანიზაციები გააკონტროლებენ.

აგრარული ბაზრების გარდა 4 მაისიდან იგეგმება ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეებისა და ბარების გახსნა. გარდა ამისა ფუნქციონირების გაგრძელებას  შეძლებენ სილამაზის სალონებიც.

შეგახსენებთ, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 2273 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 33 ადამიანი. 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის