USD 2.6970
EUR 3.1153
RUB 3.4211
Тбилиси
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს
дата:  724

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე დისლოცირებულ სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ.

„19 ივლისს გვიან საღამოს და 20 ივლისის ღამით, 02:00 საათამდე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ერასხის მონაკვეთზე დისლოცირებული სომხურ პოზიციების მიმართულებით ისროდნენ, ყუმბარმტყორცნების გამოყენების გარეშე.

სომხური მხარის მხრიდან ერასხის თემის ხელმძღვანელი რადიკ ოგიკიანი დაიჭრა. ამ დ

როს ის ორგანიზებას უწევდა აზერბაიჯანის მოქმედებების შედეგად ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს.

სომხეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ კონტაქტის ხაზზე არანაირ ცვლილებას არ დაუშვებს”, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ განცხადებას ავრცელებს აზარბაიჯანის სამხედრო უწყებაც - აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაქის რაიონის მიმართულებით სომხეთის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმას აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

„აზერბაიჯანის არმიაში არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

 
мир
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати