USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Tbilisi
სოლიდარობა ირაკლი ბებუას - პარლამენტთან აქცია დაანონსდა
Date:  496

სოლიდარობა ირაკლი ბებუას ! - ამ სახელწოდებით სამშაბათს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია დაანონსდა. ბებუა ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს და ამავე წლის  8 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ორგანიზატორები წერენ, რომ ბებუა იმსახურებს მხარდაჭერასა და სოლიდარობას.

"2020 წლის 30 სექტემებრს, მაშინ, როდესაც სეპარატისტული რეგიონი “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს აღნიშნავდა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული - დაწვა. ამ ფაქტის შემდეგ, გალში, ბებუას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ბრალის დამძიმების მიზნით საოკუპაციო რეჟიმის მილიციამ მას ხელყუმბარა “ჩაუდო.” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ირაკლის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს მისი ჯანმრთელობის მგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ.

ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე - პარლამენტთან", - წერენ ორგანიზატორები.

წყარო:აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa

tbilisi
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way