USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
სოციალური სტატუსის მიხედვით ფულადი დახმარებების გაცემა 15 მაისიდან დაიწყება
Date:  643

ის დახმარებები, რომელიც არის გაწერილი და რომლის პრეზენტაციაც დღეს ჩვენ გავაკეთეთ, არის ორი ტიპის. ერთი - სოციალურად დაუცველებზე, ანუ მოწყვლად ოჯახებზე, რომლებზეც სოციალური გასაცემლები არის და ამ შემთხვევაში მათი ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით მიიღება ეს გადაწყვეტილებები და არა დასაქმების სტატუსის მიხედვით. მეორე არის დასაქმების სტატუსის და შემოსავლის წყაროების მიხედვით - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ „დღის ქრონიკის “ ეთერში ისაუბრა.

„რაც შეეხება სოციალური სტატუსის მიხედვით დახმარებებს, მათი გაცემა 15 მაისიდან 20 მაისი ფარგლებში იქნება უკვე შესაძლებელი და გადარიცხვებსა დავიწყებთ. ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპზე არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, თუმცა არ არიან მიმღებები სოციალური დახმარების, რადგან მათი ქულა არის უფრო მაღალი ვიდრე მიზნობრივი სოციალური პროგრამა მოიაზრებს, ასეთები არიან 65 000-დან 100 000 ქულამდე რაჟირებაში არსებული ოჯახები, დაახლოები 70 000 ოჯახი, ანუ 190 000 პირზე მეტი, მათთვის გადარიცხვები დაიწყება 15 მაისიდან. ასევე გადარიცხვები დაიწყება იმ ოჯახებისთვის ვისაც ჰყავთ სამ შვილზე მეტი და მათი ქულა არის 100 000 და ნაკლები, ასევე შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მათი სოციალური მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა, ქულების მისანიჭებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართონ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way