USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებისას, სიყალბის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება
дата:  490

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებისას, სამართალდარღვევის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება.

ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, ბაზიდან პირთა ამოღება ავტომატურად არ ნიშნავს მათ პასუხისმგებლობის დაყენებას.

„გადაწყვეტილების მიღება ამ ბაზიდან ამოღების შესახებ, ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ, შესაძლოა, წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც სიყალბეს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს პროცესი იქნება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და ბუნებრივია, შევეცდებით, რომ არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. წინასწარ იმის თქმა, რამდენი იქნება, ან იქნება თუ არა სამართალდარღვევა, არ შემიძლია, თუმცა თუ იქნება, რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати