USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
სოციალურ ქსელში Carrefour-ის სახელით თაღლითური შეთავაზება ვრცელდება
Date:  1016

კომპანია Carrefour-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, დღეს დილიდან სოციალურ ქსელში ვირუსული ლინკი ვრცელდება, კერძოდ, ფეისბუკის მომხმარებლები მეგობრებისგან პირად შეტყობინებებში მაღაზია Carrefour-ისგან გზავნილს იღებენ. შეტყობინების თანახმად, კომპანია 64-წლიან იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს საჩუქრებს სთავაზობს.

"შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს Carrefour - ის სახელით. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან!

კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში!

გთხოვთ, საეჭვო შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე," - წერია განცხადებაში.
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way