USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Tbilisi
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით $150 მლნ-ს პროექტს ახორციელებს
Date:  311

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის (GRAIL) პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ფერმერებისთვის გაუმჯობესდება საირიგაციო და სადრენაჟო მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გაძლიერდება ეროვნული სარწყავი და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სონღულაშვილმა მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერთან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჰოლგერ ქრეისთან გამართულ შეხვედრაზე ირიგაციის განვითარების და მიწის მდგრადი მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრული
სოფლის მეურნეობის განვითარების, ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სოფლის მეურნეობაში გლობალური დათბობით გამოწვეული რისკების შემცირების საკითხებზე.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ მივყვებით სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიას და არსებულ სამოქმედო გეგმას; მათი განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკის ჩართულობა, განსაკუთრებით, ახალი ტექნოლოგიების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჰოლგერ ქრეიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის რეგიონში ახალი პროექტები განახორციელოს.

„ის ფაქტი, რომ საქართველოში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები ერთ სამინისტროშია გაერთიანებული, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებას უფრო ეფექტიანს ხდის,“- აღნიშნა ჰოლგერ ქრეიმ.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way