USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
Tbilisi
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - მსოფლიოში თხილის ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორი ქვეყანა უნდა ვიყოთ
Date:  829

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებით მათი მოლოდინები გამართლდა.

მისივე თქმით, ქვეყანა უკვე უახლოვდება იმ ნიშნულს, როდესაც თხილი წამყვან პოზიციას იკავებს.

„თხილის ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნებოდა საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის ღირებულება. უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გამოწვევების დაძლევასთან, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანას, სხვა დაავადებებს, ცოდნაზე წვდომას, რაზეც სამინისტრო ასოციაციასთან ერთად მუშაობს.

2020 წლის სეზონი ძალიან დიდი მოტივაციისმიმცემი იყო ფერმერებისთვის. ხარისხიან პროდუქციაზე ანაზღაურება იყო ღირსეული. 2021 წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

World
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way