USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
Тбилиси
სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი საგრანტო კონკურსი
дата:  

ააიპ სოფლის განვითარების სააგენტო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. სახელმწიფოს თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.

ამავე პროგრამის ფარგლებში ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:

  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.

გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება განახლდება 2024 წლის 9 ივლისის 12:00 საათიდან. განაცხადები მიიღება 19 ივლისის 18:00 საათამდე.

კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას.

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :

პროექტის ჯამური ღირებულების თანადაფინანსებას არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარის.

წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250,000 ლარს.

მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ასევე კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარის.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/3RRcb2T

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати