USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
სოფიო ქაცარავას სტატია The Telegraph-ში: მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანმო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას აღიარებენ
дата:  407

„მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას. საქართველოს მთავრობა თავდაუზოგავად მუშაობს ვირუსის დასაძლევად”, - წერს The Telegraph-ში გამოქვეყნებულ წერილში გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა.

ელჩი აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოსთვის შემდეგი გამოწვევა იქნება შეზღუდვების მოხსნის გზებისა და დროის სწორი შერჩევა, ეკონომიკის შეძლებისდაგვარად სწრაფი, თუმცა უსაფრთხო ამუშავება.

„ახლა, როდესაც ლონდონში ვარ, თვალს გამუდმებით ვადევნებ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ფლორენს ნაითინგეილის სახელობის ცხელების ახალი ცენტრების მშენებლობისკენ მიმართულ ძალისხმევას და ბრიტანელი მედპერსონალის მიმართ საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობაც თავდაუზოგავად მუშაობს ვირუსის დასაძლევად: ჩინეთიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან ფრენები ადრეულ ეტაპზე შეიზღუდა, ქართული საზოგადოება გაგებით მოეკიდა სახლში დარჩენის წესებს, გავრცელებაც შევაკავეთ და მრუდიც პლატოდ იქცა. დღემდე ახალი კორონავირუსით მხოლოდ ცხრა ადამიანი დაგვეღუპა საქართველოში. ბევრის სიცოცხლე შევინარჩუნეთ მთავრობის სწრაფი მოქმედების წყალობით. მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას“, - წერს სოფიო ქაცარავა.

экономика
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати