USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში კიდევ ერთი - მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს
дата:  

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე­ გაიზარდა. 

ადგილზე 3 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება კვლავ გრძელდება.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

Тбилиси
სოფელ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
პროექტის ფარგლებში, 8 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ადგილობრივ მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე უწევდა გადაადგილება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ისინი კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „პერიმეტრი" ახორციელებს.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 800 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტში საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
 
 
 
более
голосование
Кстати