ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საცხენოსნო კლუბები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და აზერბაიჯანიდან.
გარბენი სამ დისტანციაზე ჩატარდა; გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ვახტანგურმა“ და ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურიამ“ გააფორმეს.
„სოფელ ნაგომარში საცხენოსნო შეჯიბრი - „ოზურგეთის თასი - 2023“ ჩავატარეთ, რომელიც ამიერიდან ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიება გახდება და ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტივობების კალენდარში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. წლევანდელი შეჯიბრის გამარჯვებული ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა! თორნიკეს ვულოცავ გამარჯვებას, ხოლო მონაწილეებს ყველა მუნიციპალიტეტიდან - მადლობას ვუხდი!
განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო, საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნულ ფედერაციას, ორგანიზატორებს და სპონსორებს“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.