USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
 სამუშაოების შედეგად საანიაღვრე ქსელის მოწყობა 178 გრძივ მეტრზე სრულდება, 13 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარამდე დაიხარჯება.
 
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
 
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати