USD 2.6961
EUR 3.1377
RUB 3.4418
თბილისი
სოფელ დიღომში, ვახტანგ სონღულაშვილის ქუჩასა და მის მიმდებარე ჩიხებში ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
თარიღი:  361
სოფელ დიღომში, ვახტანგ სონღულაშვილის ქუჩასა და მის მიმდებარე ჩიხებში ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
ადგილობრივ მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე უწევდა გადაადგილება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ისინი კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რაც გადაადგილების პირობებსა და საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
 პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 800 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა პერანიძე და საკრებულოს წევრი შალვა სუთიაშვილი გაეცნენ.
მსოფლიო
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის