სოფელ დიღომში, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები სოფელ დიღომში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, 1 500 კვ. მ ფართობზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ამჯერად, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია „ელიზი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთლოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და თბილისის საკრებულოს წევრი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.