USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
სოფელ დიღომში, იოაკიმე და ანას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
თარიღი:  778
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები სოფელ დიღომში, იოაკიმე და ანას ქუჩაზე განხორციელდა.
 
პროექტის ფარგლებში, 6 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. მოეწყო სანიაღვრე ქსელი. შედეგად მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.
 
 საგზაო სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ელ ენდ ელ“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო.
 
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის წევრი საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის