USD 2.6223
EUR 3.0264
RUB 3.2281
თბილისი
სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე მოეწყო
თარიღი:  780
განხორციელებულ პროექტს დედაქლაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა, LED განათებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე და რულონური ბალახი.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტერიტორია არ იყო, შევძელით, მაქსიმალურად სწორად დაგვეპროექტებინა. ტერიტორიაზე მოეწყო პატარა საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, დასასვენებელი სივრცე. ამ დასახლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან, ფაქტობრივად, აქ არაფერი არ არსებობდა. ტერიტორიის ფართობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გაკეთდა. აქვე, მოშორებით არის ძალიან დიდი სივრცე, სადაც 100-მეტრიანი სტადიონის მოწყობის შესაძლებლობაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ პროექტს და სამომავლოდ მასაც განვახორციელებთ.
სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი პატარა, ვინც ფეხბურთით არის დაინტერესებული. საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების შემდეგ ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხელი შევუწყოთ ფეხბურთის, ზოგადად, სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარი გამოიყო.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის