USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
სოჭში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი
Date:  2134

რუსეთის კრასნოდარის მხარეზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, სოჭში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

ამასთან, სირიუსის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი პლიშკინის ინფორმაციით, დრონით თავდასხმა განხორციელდა ნავთობის საცავზე.

თვითმხილველების განცხადებით, სოჭის სხვადასხვა ნაწილში 20-მდე აფეთქების ხმა გაისმა.

ადლერში, სოჭის საერთაშოირისო აეროპორტის ნავთობ-ბაზაზე თავდასხმაში ჩართული უკრაინული დრონების სავარაუდოდ მარშრუტი, გეოლოკაციური ანალიზის მიხედვით - უკრაინულმა დრონებმა, ზღვიდან შეაღწიეს საქართველოს საჰაერო სივრცეში, აფხაზეთის თავზე, შემდეგ სოფ.განთიადის გადაფრენით გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი და გაემართნენ ადლერისკენ, სადაც წარმატებით დაარტყეს მიზანს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way