USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
სოც. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები კვლავ იფიცებიან - 40-60%-იანი ხელფასის ზრდა შესაძლოა კარგი იყოს, მაგრამ როცა ადამიანს 360 ლარი აქვს ხელფასი, მისთვის ეს არაფერია
Date:  575

სოციალური მომსახურების სააგენტოს დაპირების მიუხედავად, რომ თებერვლიდან დასაქმებულებს ხელფასი გაეზრდებათ, თანამშრომლები გაფიცვას დღეს მაინც აპირებენ. როგორც სოციალურმა აგენტმა თეა ნარიმანიშვილმა განაცხადა, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი, მათ შორის სოციალური აგენტები, უფროსი სოციალური აგენტები, სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები, იურისტები და მთავარი სპეციალისტები პროტესტს გააგრძელებენ.

“ჩვენი პროტესტი გრძელდება. არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, არც შეგვითანხმდნენ და ცალმხრივად გადაწყვიტეს. ამას გარდა, მათი ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და აქედან გამომდინარე, ჩვენი პროტესტი კვლავაც გრძელდება მანამდე, სანამ რეალურ შედეგს არ დავდებთ. ვითხოვთ ფიქსირებული და გამომუშავებული ხელფასის 100%-ით მატებას, ასევე ვითხოვთ გზის ხარჯებისა და დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას. რა მოთხოვნებიც გვქონდა უპასუხოდ დარჩა. გუშინ შეხვედრა გვქონდა მათთან, ვინც ვიფიცებით და ერთხმად გადაწყდა, რომ პროტესტი გრძელდება და ეს შეთავაზება მიუღებელია. ნორმალური ხელფასის პირობებში 40-60%-იანი ზრდა შესაძლოა კარგი იყოს, მაგრამ როცა ადამიანს 360 ლარი აქვს ხელფასი, მისთვის ეს არაფერია”,-აცხადებს ნარიმანიშვილი.

მისივე თქმით, მათთან მოლაპარაკების პროცესში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია იყო ჩართული. “სოლიდარობის ქსელის” იურისტი დავით ომსარაშვილიც ადასტურებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცვა დღეიდან დაიწყება.

გუშინ, 16 იანვარს, სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებისთვის თებერვლიდან ხელფასის მატებას გეგმავს. სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60% -მდე იზრდება.

კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.

economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way