USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
თბილისი
სმარტფონების TOP მწარმოებლები - რომელი ბრენდებია ყველაზე პოპულარული საქართველოში?
თარიღი:  919

თანამედროვე სამყაროში სმარტფონები არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ სოციალიზაციისა თუ გართობის ერთ-ერთი საშუალებაცაა, რომლებიც მუდმივად იხვეწება, იცვლება და სხვადასხვა ფუნქციებს იძენს. სმარტფონების დახვეწისა და გაუმჯობესების კვალდაკვალ, ცხადია ამ მოწყობილობებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი სმარტფონი იყიდება, პლანეტის მოსახლეობა კი მუდმივად უახლესი ფუნქციების ძიებაშია. მზარდი მოთხოვნის კვალდაკვალ, ცხადია, იზრდება სმარტფონების მწარმოებლების შემოსავლებიც, რის შედეგადაც ისინი მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების რიგებში ირიცხებიან.

სმარტფონების მწარმოებელ უმდიდრეს კომპანიებს შორის Apple პირველობას კვლავაც არ თმობს. აღსანიშნავია, რომ ამ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ფასი 47%-ით გაიზარდა, სულ რამდენიმე დღის წინ კი, ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია და 184 დოლარი შეადგინა. ამჟამად Apple-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2.8 ტრილიონ დოლარს აღემატება და სხვათა შორის, რეიტინგში ერთადერთი კომპანიაა, რომლის ღირებულებაც ტრილიონს აჭარბებს. კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია სმარტფონების ბაზარზე 2007 წელს, iPhone-ის გამოშვებით შევიდა. iPhone-მა მისი ინოვაციური დიზაინით, სენსორული ინტერფეისითა და განვითარებული შესაძლებლობებით მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. წელს Apple ახალ მოდელებს, iPhone 15 Pro-სა და Pro Max-ს გამოუშვებს, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, გაზრდილი ოპერატიული მეხსიერება და 3-ჯერ სწრაფი გადაცემის სიჩქარე ექნება.

362 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით სმარტფონების მეორე უმდიდრესი კომპანი არის Samsung. სამხრეთკორეული კომპანია სმარტფონების ფართო არჩევანითაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე პოპულარული Galaxy სერიაა. Samsung-ს სმარტფონების გლობალური ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავია და Apple-ის მთავარ კონკურენტად განიხილება. Galaxy-ის ხაზის სმარტფონებს უახლესი ტექნოლოგია, ძლიერი სამუშაო რეჟიმი და ინოვაციური ფუნქციები გამოარჩევს. Samsung-ის გამორჩეულ მოდელებს შორისაა Galaxy S20 და უახლესი Galaxy S21.

154 მილიარდ დოლარად ფასდება კომპანია Huawei და ამ მაჩვენებლით ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. სმარტფონების ჩინური მწარმოებელი ბაზარზე 2000-იანი წლების დასასრულს გამოჩნდა და მსოფლიოში სმარტფონების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის სტატუსი მოიპოვა. Huawei განსაკუთრებით ძლიერი ბაზრით ჩინეთში გამოირჩევა, თუმცა სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს განვითარებას. ბრენდის წამყვან მოდელებს შორისაა Huawei Mate და Huawei P სერიის სმარტფონები. ცნობისთვის, Huawei-ის მოდელები ოპერაციულ სისტემა HarmonyOS-ზე მუშაობს.

სმარტფონების უმდიდრეს მწარმოებელ კომპანიებს შორის მეოთხე ადგილს Sony იკავებს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 124 მილიარდ დოლარს შეადგენს. იაპონური კონგლომერატი სმარტფონების ბაზარზე 2010 წელს, Sony Xperia სერიის მოდელების გამოშვებით გამოჩნდა, რომელიც შემდგომში ბრენდის ძირითადი ხაზი გახდა. Sony Xperia-ს სმარტფონები თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი ხარისხის ეკრანებითა და კამერის მოწინავე ტექნოლოგიებითაა ცნობილი.

ხუთეულში, 37 მილიარდიანი კაპიტალიზაციით ხვდება ასევე Xiaomi. ჩინური ელექტრონული კომპანია სმარტფონების ინდუსტრიაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით დიდი პოპულარობა ბრენდმა მომხმარებლისთვის ფუნქციებით, მდიდარი და ხელმისაწვდომი საფასო კატეგორიის მოდელების შეთავაზებით მოიპოვა. სხვა ბრენდებთან კონკურენტული ფუნქციებითა და ხელმისაწვდომი ღირებულებით Xiaomi-ის მოდელები ყველაზე მეტად ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე იყიდება. ბრენდის ცნობილ მოდელებს შორისაა Xiaomi Mi-სერიები, Redmi სერია და Poco მოდელები.

რაც შეეხება საქართველოს. მობილური ტელეფონებით ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სმარტფონები საქართველოს ტოპ 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის ყოველწლიურად ხვდება. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უცხოეთში 113 მილიონი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინა. საქსტატის ინფორმაციის, ეს 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველო სმარტფონების უდიდეს ნაწილს, მობილურების საბითუმო რეალიზების გლობალური ცენტრიდან - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს. მთავარ საიმპორტო ბაზრების ტოპ 5-ში ხვდებიან ასევე: ჩეხეთი, ვიეტნამი, ჰონგ-კონგი და ჩინეთი.

რაც შეეხება ბრენდებს, Statcounter-ის მონაცემებით, საქართველოს ბაზრის, დაახლოებით, 37.75% Samsung-ზე მოდის, Apple-ს სმარტფონებს ბაზრის 27.17% უჭირავს, მესამე ადგილს 18.64%-იანი წილით Xiaomi-ი იკავებს, ხოლო სმარტფონების 4.59% ჰუავეის წარმოებისაა.

თბილისი
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის