Associated Press- ის ცნობით, სლოვაკეთის ახალი მთავრობის ინაუგურაციის დროს ცერემონიის ყველა მონაწილეს ეცვათ ნიღბები და სამედიცინო ხელთათმანები, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ჩაპუტოვამ ახალი პრემიერ-მინისტრის მატოვიჩისგან მთავრობის ახალა შემადგელობა ჩაიბარა.
სლოვაკეთის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ყავს, მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის "ჩვეულებრივი ხალხის" ლიდერი იგორ მატოვიჩი. ახალ მთავრობაში შედის ოთხი პარტიის წარმომადგენელი.
გარდა პარტია "ჩვეულებრივი ხალხისა", ეს არის კონსერვატიული პარტია "ხალხისთვის", პოპულისტური მემარჯვენე პარტია "ჩვენ ვართ ოჯახი" და ლიბერალური პარტია "თავისუფლება და სოლიდარობა".
სლოვაკეთში კორონავირუსის 137 შემთხვევაა აღრიცხული და გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.