USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Тбилиси
სიტუაცია ყარაბაღის ირგვლივ - გიორგი კობერიძე
дата:  1101
19 სექტემბრის 23:00 სიტუაცია ყარაბაღის ირგვლივ:
- ყარაბაღის მთავარ ქალაქ სტეფანაკერტში (ხანკენდი) დენი არ არის. შუშა-სტეფანაკერტის გზაზე შეტაკებები და საარტილერიო დარტყმები მიმდინარეობს.
- აზერბაიჯანმა სრული განიარაღებისა და რეინტეგრაციის შესახებ ყარაბაღის სომხურ ძალებს ქალაქ იევლახში მოლაპარაკებებზე ჩასვლა შესთავაზა.
- აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ როგორც ლაჩინის გზის სიახლოვეს, სარიბაბას მიმართულებით, ისე ყარაბაღის ჩრდილო-დასავლეთითაც, გეთავანის მონაკვეთზე.
- რამდენიმე ადგილას უკვე გაირღვა კონტაქტის ხაზი და აზერბაიჯანელი სამხედროები ცდილობენ საკვანძო პოზიციების დაკავებას. აზერბაიჯანელთა პოზიციებიდან სტეფანაკერტამდე დაახლოებით 4 კილომეტრია.
- ყარაბაღის სომხური ძალების ინფორმაციით აქტიურ მოქმედებაშია აზერბაიჯანული ავიაცია.
- ერევანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეხლა მოხდა. დემონსტრანტები ღიად სკანდირებდნენ არამხოლოდ ფაშინიანის წინააღმდეგ სლოგანებს, არამედ რუსეთის ხელისუფლების მისამართითაც გამოხატავდნენ ზიზღს - მოღალატეებს, მატყუარებსა და მტრებს ეძახიან მათ. ფაქტია, სომხეთში უკიდურესად რადიკალურ, პრო-რუსულ ძალებს თუღა აქვთ კრემლის იმედი, თორემ დიდი ნაწილისათვის ნელ-ნელა ნათელი ხდება, რომ რუსეთმა სომხეთი ყარაბაღის გამო მარიონეტულ სახელმწიფოდ აქცია. სომხურ პოლიტიკაში ე.წ. "ყარაბაღის კლანი" მკაცრად პრო-რუსულ პოლიტიკას ემხრობოდა 1992 წლის შემდეგ. ახლა კი სომხეთის მოქმედ მთავრობასა და ამ კლანს შორის ურთიერთობები დაძაბულია.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
 
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати