USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
სისხლიანი გარჩევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს
дата:  770

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. 

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვა­სილ მე­ბუ­რიშ­ვი­ლია. ის წლე­ბის წინ მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ სამ მე­გო­ბარს ერ­თმა­ნეთ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და, რა დრო­საც, ერთ-ერ­თმა სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ შემ­თხვე­ვით, ერთხელ გას­რო­ლილ ტყვი­ას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. 

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати