USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
სირიის უსაფრთხოების ძალებმა 330-მდე ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
თარიღი:  679

სირიის უსაფრთხოების ძალებმა 330-მდე ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებთან შეტაკებების დაწყების შემდეგ ძალოვნებმა სიცოცხლეს 330-მდე ალავიტი გამოასალმეს.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ჯამში 524 ადამიანს აღწევს. მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის ათობით თანამშრომელია.

„მივმართავ უსაფრთხოების ძალებს, არავის მისცენ საშუალება უფლებამოსილებას გადააჭარბონ. ჩვენ განვაგრძობთ დამხობილი რეჟიმის ნარჩენების დევნას და პასუხისგებაში მივცემთ ყველას, ვინც დანაშაულს სჩადის სირიელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ვალია, დავიცვათ სირიელი ხალხი ყოფილი რეჟიმის ნარჩენებისგან“, - განაცხადა სირიის დროებითმა პრეზიდენტმა ახმედ ალ-შაარმა

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის