USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბსა და ალეპოში 30-ზე მეტი სოფელი დაიკავეს
Date:  920

სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბსა და ალეპოში 30-ზე მეტი სოფელი დაიკავეს და 250 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ისინი ქალაქ ალეპოს 5 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ და სამხედრო აეროდრომი დრონებით დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.

დანაკარგები აქვთ ამბოხებულებსაც, რომელთა პოზიციებზეც სამთავრობო ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების ზონა ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way