სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბსა და ალეპოში 30-ზე მეტი სოფელი დაიკავეს და 250 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ისინი ქალაქ ალეპოს 5 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ და სამხედრო აეროდრომი დრონებით დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
დანაკარგები აქვთ ამბოხებულებსაც, რომელთა პოზიციებზეც სამთავრობო ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების ზონა ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.