USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
თარიღი:  1876

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რაც შესაძლოა ასობით მილიონი დოლარს შეადგენს. ეს ბანკზე კიდევ ერთი დარტყმა გახდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, პარასკევს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd.-მა დაარღვია თავისი მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ იცავდა ტრასტის აქტივებს.

„სასამართლომ მისი ზარალი 926 მილიონი დოლარით შეაფასა, ეს მაჩვენებელი შემდეგ 79,4 მილიონი დოლარით შემცირდა. თუმცა, სასამართლომ ასევე თქვა, რომ თანხა შეიძლება შეიცვალოს „იმისათვის, რომ არ მოხდეს ორმაგი აღდგენა“ იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილს ზიანის ანაზღაურება 600 მილიონ დოლარზე მეტი დააკისრა“, - წერს Bloomberg-ი.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის