USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
სილამაზის სალონები გაიხსნა - ჯავშანი, თერმოსკრინინგი, 2-მეტრიანი დისტანცია
Date:  1127

დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ მკაცრი სტანდარტების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, იქნება ელექტრონული რიგის სისტემა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება. უნდა გაკონტროლდეს სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობა.

მანამდე ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, როგორ იმუშავებს სილამაზის სალონები. ნათია თურნავას თქმით, ამ ტიპის დაწესებულებებში ელექტრონული რიგის სისტემა იმოქმედებს და აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

ძირითადი რეკომენდაციები

  • რიგებისა და თავშეყრის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებლები წინასწარ უნდა ჩაეწერონ, რათა სალონის შიდა სივრცეში მოცდა არ მოუწიონ;
  • დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს — 5მ2 ფართობზე უნდა იყოს დაშვებული ერთი მომხმარებელი და სპეციალისტი. თითოეულ სამუშაო მაგიდას შორის დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი დისტანცია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის უნდა გამოიყენონს ისეთი ბარიერების (მოძრავი კედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომლის გარეცხვა ან გაწმენდა შეიძლება;
  • სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, თანამშრომლებსა და ვიზიტორებს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარონ;
  • შესასვლელებში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილი, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;
  • ანგარიშსწორებისას სასურველია გამოიყენოთ ბარათი.

მომხმარებლის მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები

  • მომხმარებელი უნდა გამოცხადდეს სალონში თუ ესთეტიკის ცენტრში დათქმულ დროსა და ადგილზე (რიგის თავიდან ასაცილებლად);
  • არ გამოცხადდეს მომსახურების სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;
  • მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა;
  • დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.
  • იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ამ დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • სალონის შესასვლელში, დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, განთავსდეს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
  • სამუშაო ადგილები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთჯერადი ხელსახოცებითა და სუფთა პირსახოცებით;
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • თანამშრომლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოხსნაზე;
  • გამოყენებული თეთრეული ცვლისა და რეცხვის რეჟიმი უნდა იყოს დაცული;
  • სამუშაო ადგილებზე განთავსდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და მიაწოდოს ინფორმაცია მათი სწორად გამოყენების შესახებ;
  • სამუშაო პროცესში გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და აღჭურვილობას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • დღეში რამდენჯერმე უნდა განიავდეს სივრცე;
  • დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები ან ჰიგიენური ნარჩენები უნდა განთავსდეს დახურულ კონტეინერში, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკი ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით უნდა ამოიღონ და დროულად გაიტანონ;
  • ანგარიშსწორების მაგიდაზე უნდა გაკეთდეს გამჭვირვალე ბარიერი, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად, უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდეგ სივრცე სადეზინფექციო საშუალებებით უნდა დამუშავდეს.

დასაქმებული ვალდებულებები

  • კლიენტმა უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენა. სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულოა;
  • სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა გამოიყენოს დაცვის საშუალებები;
  • უნდა ჰქონდეს შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა;
  • ფლობდეს სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგ პრაქტიკაა;
  • მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდეგ სამუშაო სივრცის ზედაპირები და აღჭურვილობა უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს;
  • ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან თავი შეიკავოს. მუშაობის პროცესში თმა შეიკრას, რათა თმები სახეს არ ეხებოდეს.
tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way