USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
სიღნაღში ხელოვნების ფესტივალი დასრულდა
თარიღი:  1100
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აქტიური მხარდაჭერითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ქალაქ სიღნაღში ხელოვნების ფესტივალი გაიმართა.
სიღნაღის ხელოვნების ფესტივალის მიზანია მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა. ფესტივალის მიმდინარეობისას მხატვრებსა და მოქანდაკეებს ჰქონდათ ყველა პირობა საკონკურსო ნამუშევრების შესაქმნელად. გაიმართა ფოტოკონკურსიც.
ხელოვნების ფესტივალი დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.
კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე. ფესტივალის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები.
ფესტივალის პროგრამაში იყო შემოქმედებითი კონკურსი, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.
ფესტივალის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორმა ნანა შერვაშიძემ და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა მარიამ ინანაშვილმა.
ინფორმაციისთვის: სიღნაღის ხელოვნების ფესტივალი 2022 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, მხარდაჭერით და გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის