აშშ-ის ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში ანტირასისტული აქციების ფარგლებში მომხდარი არეულობის დროს პოლიციამ 45 ადამიანი დააკავა. „როიტერის“ ცნობით, შეტაკებისას 21 პოლიციელი დაშავდა. სიეტლის პოლიციის ინფორმაციით, პოლიციელებმა სხეულის დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც პროტესტის მონაწილეებმა მათ აგურები, ქვები და სხვადასხვა ასაფეთქებლები დაუშინეს.
საპროტესტო ტალღის ფარგლებში, მორიგი არეულობა მოხდა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდშიც.

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.