ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან გაერთიანება გარდაუვალია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"სამშობლოსთან სრული გაერთიანების განხორციელება განვითარების გარდაუვალი გზაა, ეს სამართლიანი გზაა და ია არის, რაც ხალხს სურს. სამშობლო უნდა გაერთიანდეს და გაერთიანდება", - აღნიშნა სი ძინპინმა.
"ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ კავშირების მშვიდობიან განვითარებას და მტკიცედ არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ რამენაირად ტაივანი ჩინეთისგან გამოყოს", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.