USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
სი ძინპინი: ტაივანის ჩინეთთან გაერთიანება გარდაუვალია
თარიღი:  609

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან გაერთიანება გარდაუვალია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

"სამშობლოსთან სრული გაერთიანების განხორციელება განვითარების გარდაუვალი გზაა, ეს სამართლიანი გზაა და ია არის, რაც ხალხს სურს. სამშობლო უნდა გაერთიანდეს და გაერთიანდება", - აღნიშნა სი ძინპინმა.

"ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ კავშირების მშვიდობიან განვითარებას და მტკიცედ არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ რამენაირად ტაივანი ჩინეთისგან გამოყოს", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

CNN.com

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის