USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
სი ძინპინი პუტინს - ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ
თარიღი:  570

სი ძინპინი პუტინს - ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ - მჯერა, რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას მომავალი წლის არჩევნებზე ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვედრისას განუცხადა.

 

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი „დიდად აფასებს“ ჩინეთ-რუსეთის კავშირებს, მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს მათი განვითარების მიზნების განსახორციელებლად. "მართალია, რომ ჩვენი ქვეყნები იზიარებენ იგივე, ან მსგავს მიზნებს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

 

როგორც ჩინეთის ლიდერმა რუს კოლეგას განუცხადა, მოხარულია იმით, რომ რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ეწვია. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მოწვევით შემიძლია კვლავ ვესტუმრო რუსეთს“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა. ამასთან, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პუტინის მტკიცე ხელმძღვანელობით.

 

"მე ვიცი, რომ მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობით. მჯერა, რომ რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას", - დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის