USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
სი ძინპინი: ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა
თარიღი:  472

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა.

„ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა. ჩვენ უნდა მივყვეთ პოლიტიკური მოგვარების მიმართულებას, დავივიწყოთ ცივი ომის მენტალიტეტი, პატივი ვცეთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას და ავაშენოთ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი არქიტექტურა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

24 თებერვალს, ოფიციალურმა პეკინმა უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის