USD 2.7415
EUR 3.0686
RUB 3.3973
თბილისი
შვიდი საიდუმლო ახალი აღთქმისა
თარიღი:  3209

საიდუმლონი, ქრისტიანულ რელიგიაში საკულტო მღვდელ-მოქმედებანი, რომელთა შესრულების დროს, საეკლესიო მოძღვრების თანახმად, მორწმუნე-მლოცველებს გადაეცემათ ღვთის მადლი ცოდვებისაგან სულის სახსნელად, ავადმყოფობისაგან განსაკურნავად და სხვა. საიდუმლოთა შესრულების უფლება მხოლოდ კულტის მსახურებს აქვთ. არსებობს ახალი აღთქმის 7 საიდუმლო.

ეკლესია უფლის სხეულისა. ქრისტიანის ცხოვრება ხის ტოტს შეიძლება შევადაროთ, რომელიც მანამ ცოცხლობს, სანამ ხეზეა მიბმული. ჩვენ სულიერად ვცოცხლობთ, როცა ვუკავშირდებით წმინდა ეკლესიას. ის გამდმოგვცემს ღვთის სულის მადლს, რომელიც ქრისტეს მოციქულებმა მიიღეს. ეკლესია ევედრება ღმერთს, გადმოვიდეს ჩვენზე ეს მადლი. ეკლესიაში ლოცვის დროს უხილავად მოქმედებს საიდუმლო ძალა ღვთის სულისა. მართლმადიდებელ ეკლესიაში, ჩვეულებრივ, ასახელებენ შვიდ საიდუმლოს: ნათლობასმირონცხებასზიარებასსინანულსქორწინებასმღვდლობასა და ზეთისცხებას.

საიდუმლოებათა რიცხვის განსაზღვრა არ არის ძველი ტრადიცია, იგი კათოლიკური ეკლესიიდან იქნა გადმოღებული. ტრადიცია ამბობს, რომ ყველაფერი, რაც არსებობს ეკლესიაში და ეკუთვნის ეკლესიას, არის მადლმოსილი და საიდუმლო. ჩვენი ლოცვებიკურთხევანი, კეთილი საქმეები, აზრები, ქმედებები – ყველაფერი მონაწილეობს „მარადიულ ცხოვრებაში”. ყოველივე ცოდვილი და მკვდარი კი იკურთხება და ცოცხლდება მამა ღმერთის ძალით ქრისტეში და სულიწმინდით. ამგვარად, ღმერთის საშუალებით ყველაფერი ხდება საიდუმლო, ღვთის სასუფევლის – რომელიც უკვე ამ ქვეყნად განიცდება – საიდუმლოს ნაწილი.(პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო)

 

Картинки по запросу პირველი საიდუმლო ქრისტიანის ცხოვრებაში ნათლობა. მხოლოდ ნათლობის შემდეგ ვითვლებით ჩვენ ქრისტიანებად. ამიტომ ნათლობა რაც შეიძლება ადრე უნდა შესრულდეს, ჩვეულებისამებრ ჩვილ ბავშვებზე. ამ საიდუმლოს შესრულებისას მონათლულის ნათლიები ბავშვით ხელში, ანთებული სანთლებით დგებიან წყლით სავსე ჭურჭლის წინ, რომელსაც ემბაზი ეწოდება. ისინი აღიარებენ თავიანთ რწმენას და აღუთქვამენ ღმერთს მისი მცნებების აღსრულებას. მღვდელი აკურთხებს წყალს და სამჯერ ჩააყურყუმალავებს ჩვილს, თან ამბობს: „ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ და ძისათა, ამინ და სულისა წმიდისათა, ამინ“.

ნათლიები ეკლესიის წინაშე პასუხისმგებელნი არიან მოსანათლის რწმენისათვის, მონათვლის შემდეგ კი, იღებენ მას მფარველობის, პასუხიმგებლობის ქვეშ და განამტკიცებენ რწმენაში.

ნათლობით მიღებული ახალი ცხოვრება გულისხმობს წმინდად ცხოვრებას. საჭიროა სულიერი ძალების შეძენა, მათ კი ყოველი ქრისტიანი იღებს მირონცხებით. ეს საიდუმლო სრულდება ნათლობისას. მღვდელი მონათლულს სცხებს მირონს შუბლზე, თვალებზე, ყურებზე, პირზე, ნესტოებზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე. ღვთის სული სახლდება ახალმონათლულის სულსა და სხეულში, განწმენდს მას და აძლევს ახალი ცხოვრებისათვის საჭირო სულიერ ძალებს. ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მღვდელი სამჯერ შემოატარებს მონათლულს ემბაზის გარშემო და ახალი წევრი სამუდამოს შეუერთდება ეკლესიას.

Картинки по запросу სხეული კვდება, თუ დიდხანს არ მიიღო საკვები, ასევეა სულიც, თუ ის დაშორდება ქრისტიანულ ცხოვრებას და არ მიიღებს სულიერ საკვებს. სულიერად ჩვენ ვიკვებებით ზიარების მიღებით. ეს საიდუმლო სრულდება ლიტურგიაზე. ნაკურთხი პურითა და ღვინით ჩვენ ვიღებთ იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ზიარებისას მღვდელი ამბობს: „ეზიარება მონა ანუ მხევალი ღვთისა (სახელი)“. ზიარებით ჩვენ ვუერთდებით თვით ქრისტეს. მღვდელს გამოაქვს ბარძიმი, მორწმუნენი პირჯვარს იწერენ და იმეორებენ ზიარების წინა ლოცვებს. შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდებიან ბარძიმს და ემთხვევიან, მიიღებენ თბილ ღვინოს (სარღვნელს) და სეფისკვერის ნატეხს. ზიარებამდე არ შეიძლება ჭამა და რაიმეს დალევა. ბოლოს მორწმუნენი კითხულობენ ზიარების შემდეგ სამადლობელ ლოცვებს.

იმისათვის, რომ ღირსეულად ვეზიაროთ, საჭიროა წრფელი სურვილი, რათა აღარ შევცოდოთ და სინანული იმ ცოდვებზე, რომლებიც უკვე ჩავიდინეთ. როგორ მოვინანიოთ ეს ცოდვები? ამისათვის დადგენილია სინანულის საიდუმლო ანუ აღსარება. აღსარებისათვის უნდა მოვემზადოთ. ვეცადოთ, გავიხსენოთ ყველაფერი, რითაც შევცოდეთ ღმერთის წინაშე, ახლობლებისა და ჩვენი თავის მიმართ.

ჩვენ უნდა ვთხოვოთ შენდობა ყველას, ვინც გავანაწყენეთ. მღვდელი კითხულობს განსაკუთრებულ ლოცვებს, რომლებსაც „მონანიების კანონი“ ეწოდება. მღვდელი ხდება ჩვენი აღსარების მოწმე, ღვთის წინაშე ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და მღვდელთან ერთად შევთხოვთ შენდობას.

აღსარების დროს ვისმენთ მღვდლის დარიგებას. მერე დავიჩოქებთ, მღვდელი თავზე ეპიტრაქილს გვაფარებს და კითხულობს ლოცვებს, რომლის მეშვეობითაც მოგვეტევება ცოდვები. სული წმიდის მადლით ეს ცოდვები ქრება ჩვენი სულიდან. ყველა ქრისტიანი ზიარების წინ უნდა მივიდეს აღსარებაზე. მაშინაც, როცა სინდისი გვაწუხებს რაიმე ცოდვის გამო. ბავშვებმა აუცილებლად უნდა მოინანიონ ცუდი საქციელი ზიარების წინ.

სინანულის საიდუმლოსთან ახლოს დგას ზეთისცხების საიდუმლო. ის სრულდება ძირითადად ავადმყოფებზე და წელიწადში ერთხელ ყველა ადამიანზე. ღვთის სულის უხილავი მადლით მოგვეტევება ცოდვები და განვიკურნებით სულიერი და ხორციელი ტკივილისაგან. ზეთისცხების საიდუმლოს შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად იკურთხება ზეთი, შემდეგ ნაკურთხ ზეთს წაუსვამენ ავადმყოფს და ყველა დამსწრეს. ზეთისცხებამდე იკითხება ნაწყვეტები მოციქულთა წერილებიდან, მღვდელი კითხულობს განსაკუთრებულ ლოცვას და ნაწყვეტებს სახარებიდან. ეს მღვდელთმსახურება სრულდება რამდენიმე მღვდლის მონაწილოებით.

საიდუმლოებები: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, სინანული და ზეთისცხება ყველა ქრისტიანის ცხოვრების ნაწილია. ამათ გარდა დაწესებულია კიდევ ორი საიდუმლო, რომლითაც იკურთხებიან განსაკუთრებული ცხოვრების გზის არჩევისას. მღვდლობის საიდუმლო სრულდება იმ ადამიანზე, რომელი მღვდელმსახურო ხდება და იღებს განსაკუთრებულ მადლს. ღვთისმსახურთათვის არსებობს იერარქია ანუ დაწინაურებული ხარისხი. ყველაზე მაღალი ხარისხის საფეხურზე დგას ეპისკოპოსი, რომელიც სახარების მემკვიდრედ გვევლინება. ეპისოკპოსები მართავენ ეკლესიას და შეუძლიათ ყველა საიდუმლოს შესრულება. ეპისკოპოსი შეიძლება იყოს: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და პატრიარქი. მეორე საფეხური არის მღვდელი, რომელიც ყველა საიდუმლოს ასრულებს, გარდა მღვდლის კურთხევისა. ბოლო ხარისხია – დიაკონი. მას საიდუმლოებების შესრულება არ შეუძლია, იგი ეხმარება მღვდელს.

მღვდლობის საიდუმლოს შესრულებისას, ეპისკოპოსი ლიტურგიის დროს მომავალ მღვდელს განსაკუთრეულ ლოცვებს უკითხავს. მღვდელს საჭირო სამოსით შემოსავენ. მღვდელმსახურები თავიანთ სიცოცხლეს ღვთის მსახურებას უძღვნიან. მათ დიდი მადლი გადმოეცათ თვით უფალ იესო ქრისტესაგან და ჩვენ განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით უნდა მოვეპყრათ მათ.

მეშვიდე საიდუმლო არის ქორწინება. უფალი აკურთხებს ქალსა და მამაკაცს, როცა ისინი ქრისტიანულ ოჯახს ქმნიან. ეს საიდუმლო ასე სრულდება: საქმრო და საცოლე ბეჭდებს ცვლიან და დაქორწინების სურვილს გამოთქვამენ. მღვდელი სამჯერ აკურთხებს და სამჯერ შემოატარებს მათ ანალოღიის ირგვლივ. საქმრო და საცოლე დგანან ანთებული სანთლებით ხელში და მათ თავზე გვრიგვინები უჭირავთ მეჯვარეებს. ქრისტიანული ქორწინება წმინდაა, ამიტომ გაყრა არ არის დაშვებული, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, როცა დაირღვევა ცოლ-ქმრული ერთგულება.

თბილისი
თბილისის მერია - ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

„მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.