USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
Date:  1788

შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, თუმცა მისი დეტალები უცნობია. წყაროებზე დაყრდნობით მედიაში გავრცელებული ცნობით, შეხვედრის პირველ დღეს მხარეებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

80-წუთიანი სესია 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს დაეთმო. განსაკუთრებული აქცენტი ლიბანში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.

„ჰორმუზის სრუტის გახსნა და ირანის ბირთვული პროგრამის დასრულება - ეს უკვე მიღწეულია. ახლა საკითხავია, კიდევ რამდენის მიღწევა შეგვიძლია ერთად. კატარელები, პაკისტანელები, ჩვენი მეგობრები ისრაელში - ყველანი რეგიონული მშვიდობის მისაღწევად ვმუშაობთ. ცხადია, ზოგჯერ უთანხმოებაც იქნება იმაზე, თუ როგორ მივიდეთ მიზნამდე. მაგრამ, რეალურად, ლიბანში არსებული ვითარების მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ჯერ კიდევ დარჩა გარკვეული სამუშაო, თუმცა ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ. დღევანდელი დღის რეალური მიზანი ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებაა, რომელიც ყველა უთანხმოებას ვერ გადაჭრის, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, ერთად დავსხდეთ და გავარკვიოთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა გადავჭრათ პრობლემები და მივაღწიოთ უკეთეს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსიმ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-13 მუხლის შესრულებაა, რომელიც ხუთი პუნქტისგან შედგება: ომის ყველა ფრონტზე დასრულება, ბლოკადის მოხსნა, სრუტის ხელახლა გახსნა, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სანქციების დროებითი გაუქმება და ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლება. დისკუსიის უმთავრესი საკითხი მემორანდუმის პირველი პუნქტია, განსაკუთრებით კი ლიბანის საკითხი. თუ იქ საომარი მოქმედებები არ შეწყდება, ვერც მომდევნო საკითხებს განვიხილავთ“, - აღნიშნა ირანის მოლაპარაკებათა დელეგაციის ეკონომიკური კომიტეტის წევრმა, ჰოსეინ ღორბანზადეჰმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way