USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Tbilisi
შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის გამოფენას 85 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია
Date:  932

საქართველოს კულტურისა სპორტის სამინისტრომ ბეილერის ფონდისგან მიიღო ოფიციალური სამადლობელი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 19 კვირის განმავლობაში ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. ვიზიტორთა უმეტესობამ პირველად შეიტყო ქართველი მხატვრის შესახებ. ბეილერის ფონდმა, ასევე, მადლიერება გამოხატა გამოფენების კარგი ორგანიზებისათვის და მოხარული არიან, რომ გამოფენას ქართული დიასპორის ბევრი წარმომადგენელი ეწვია. ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობილი საინფორმაციო საშუალების, მათ შორის - Financial Times-ის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის, Le Monde-ისა და Neue Zürcher Zeitung-ის დადებითი შეფასებები. მარია ჯაგი თავის სტატიაში - „The hero of Georgia's avant-garde“, რომელიც Financial Times-ში გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ ფიროსმანმა ნამდვილად დაიმკვიდრა ადგილი ევროპულ მოდერნიზმში.

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა 2023 წლის 17 სექტემბერს გაიხსნა და 2024 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდა. გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და „ინფინიტ არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპაში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოჩნდა. დანიასა, და შვეიცარიაში ფიროსმანის 48 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შეირჩა მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან.
ინფორმაციისთვის: თითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანის 50-ამდე ნამუშევარი საქართველოში უვნებლად დაბრუნდა და შესაბამის ფონდებში ჩაირიცხა.
ევროპაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენების მოწყობის იდეა 2022 წელს „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში სტუმრობისა და კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრის დროს განიხილეს. გასული წლის ივნისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის, ბაზელში ვიზიტისას გაიმართა მოლაპარაკებები ბეილერის ფონდის ხელმძღვანელ სამუელ კელერთან და გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა. შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, დანიაში ნიკა ახალბედაშვილი შეხვდა ლუიზიანას მუზეუმის დირექტორ პოლ ერიკ ტოინერს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, ბეილერის ფონდში გამოფენამდე, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებდა.
უცხოელი დამთვალიერებლისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების სათანადოდ გაცნობის მიზნით რამდენიმეთვიანი კომპლექსური მოსამზადებელი პროცესი წარიმართა უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით.
2023 წლის მარტში ბეილერის ფონდის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს გროსმა ქართველ რესტავრატორებთან - ნანა მანაგაძესა და ნელი სოსანიძესთან ერთად დეტალურად შეამოწმა საქართველოს მუზეუმებში დაცული ფიროსმანის თითოეული ნახატი, შეაფასა მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და კოპენჰაგენში ტრანსპორტირებისთვის მოამზადა 48 ნახატი. გამოფენის გახსნამდე, უცხოელებისთვის მხატვრის შემოქმედების გაცნობის მიზნით, ლუიზიანას მუზეუმმა სპეციალური მარკეტინგული კამპანია დაიწყო: ხუთი ნამუშევრის გამოყენებით შეიქმნა ფილმი ფიროსმანის შესახებ, რამდენიმე კვირით ადრე კოპენჰაგენის ქუჩებში გამოჩნდა სარეკლამო პლაკატები, ლუიზიანას მუზეუმის კლუბის 60 000 წევრისათვის მომზადდა პუბლიკაცია და დაიბეჭდა კატალოგი სათანადო ტირაჟით.
აღსანიშნავია, რომ საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა კოპენჰაგენში და ლუიზიანას მუზეუმში დაბინავდა. ექსპონატები საქართველოდან დანიაში უსაფრთხოდ ჩაიტანა სატრანსპორტო კომპანია Kunsttrans-მა. ტრანსპორტირების პროცესში მონაწილეობდნენ: ბეილერის ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ფურცხვანიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ჭუმბაძე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უფროსი რესტავრატორი ნანა მანაგაძე და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორი ხათუნა კიკვაძე.
საგულისხმოა, რომ ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ დიდი ქართველი ხელოვანის შემოქმედების ევროპაში წარმოჩენას, არამედ მისი ნამუშევრების კვლევასა და პრევენციულ კონსერვაციას, ქართული სამუზეუმო საქმიანობის განვითარებას, თანამშრომელთა ტრენინგებსა და მათთვის უცხოელ სპეციალისტთა გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. კონსერვაცია-რესტავრაციისთვის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ეროვნული მუზეუმის ფონდებში ფიროსმანისა და სხვა დიდი ქართველი მხატვრების შემოქმედების სათანადოდ დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია.
მუზეუმებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, ფიროსმანის გამოფენის საორგანიზაციო საკითხების გარდა, ითვალისწინებს ქართული მხარის საჭიროებებს. ბეილერის ფონდის ინიციატივით შეიქმნება ინტერაქციული მრავალენოვანი ვებგვერდი, რომელიც მიეძღვნება ფიროსმანსა და მის შემოქმედებას და საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.
tbilisi
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way