USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული 8,81 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები გაყინა
Date:  475

შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივები გაყინა. გაყინული აქტივების ჯამი 8,81 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ნაბიჯი შვეიცარიამ იმ სანქციების ფარგლებში გადადგა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო რუსეთის დასჯას ემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.

ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებითაა და შეიძლება შეიცვალოს.

სამდივნომ აღნიშნა, რომ ზუსტი ციფრის დადგენა რთული იყო სანქციების სიიდან ახალი ადამიანების დამატების ან ამოღების გამო.

მათ განმარტეს, რომ უფრო ზუსტი მაჩვენებელი მომავალი წლის მეორე კვარტალშია მოსალოდნელი, როცა შვეიცარიული ბანკები მთავრობის წინაშე მოხსენებით წარდგებიან.

ოფიციალურმა ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი სავალუტო აქტივების 7,4 მილიარდი ფრანკის ოდენობით.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way