USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
თბილისი
შვედი მილიარდერმა ფრედერიკ პოლსენმა საქართველოში $5 მილიონიანი საოჯახო ფონდი - Isari Ventures-ი დააფუძნა
თარიღი:  1092

საქართველოში Isari Ventures ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც ფრედერიკ პოლსენის ოჯახის ევროპული საინვესტიციო ჰოლდინგი.
პოლსენების ოჯახი საქართველოში ინვესტიციებს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ახორციელებს, მათ შორისაა ისეთი კომპანიები, როგორიცაა "შატო მუხრანი", "ქართული ღვინოები და ალკოჰოლიანი სასმელები", "ფრიქსი", ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროექტები. Isari Ventures-ი ძირითადად ვენჩურული დაფინანსების გაცემაზე იქნება ფოკუსირებული. 

„დღეს ვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა უზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებით და აზროვნებით უმკლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს. Isari Ventures-ი ამ სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს და Isari-ის რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა Isari Ventures - ის დირექტორმა და საბჭოს წევრმა ჟან-ფრედერიკ პოლსენმა.

ყველა ინვესტიცია შეესაბამება Isari Ventures- ის ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიებას, რომელთაც აქვთ პოტენციალი რადიკალურად გააუმჯობესონ შესაბამისი ინდუსტრიული სექტორების ეფექტურობა გლობალური ან რეგიონალური მასშტაბით. ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კრეატიულ ქართულ დამფუძნებლებზე, რომლებიც ოპერირებენ “pre-product market fit” ეტაპზე.

Isari Ventures- მა რამდენიმე სტარტაპში ინვესტიცია უკვე განახორციელა, მათ შორის უახლესი ინვესტიციებია PHUBBER- მოდასთან დაკავშირებული ონლაინ საცალო ვაჭრობის მდგრადობაზე ორიენტირებული პლატფორმა, OMOFOX - ციფრული სატვირთო ექსპედიტორი და KERNEL - ციფრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა SMB-თვის.

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის