USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Tbilisi
შუა საუკუნეების ქართული ნავსადგურებიდან ყველაზე მოსახერხებელი ბიჭვინთა იყო - ბექა ჭიჭინაძე
Date:  1933
შუა საუკუნეების ქართული ნავსადგურებიდან ყველაზე მოსახერხებელი ბიჭვინთა იყო, მე-13 საუკუნის იტალიური გზამკვლევი აღნიშნავს:
,,ბიჭვინთა კარგი ნავსადგურია ყველა ქარისათვის, ხსენებული ნავსადგურის ბოლოში ერთი გუმბათიანი ეკლესიაა (ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი), ნავსადგურის სანაპირო დასავლეთისკენ მთლიანად ხეებით არის ჩამწკრივებული ზღვასთან".
ძველი ქართული პორტებიდან ყველაზე მეტი ბიჭვინთის შესახებაა ცნობილი, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ყურადღება მიაქცია იმერეთის 1737 წლის რუკის ამ მონაკვეთს, რომელზეც ბიჭვინთის ღვთისმშობლის საკათალიკოსო საყდარი და ნავსადგურია გამოსახული.
,,ელი დე პრიმოს" მიხედვითაც პეზუნდა (ბიჭვინთა) ანუ ძველი პითიუსი ძალიან უსაფრთხო ნავსადგური იყო, ხომალდებს შეეძლოთ აქ თავშესაფარი ყველა სეზონში ეპოვათ. ხომალდების განბაჟება ბიჭვინთაში დეკანოზიების, გათელიებისა და ანდრახიების გვარს ებარა.
აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი საშუალებას გვაძლევს დაწვრილებით გავიგოთ თუ რა სახის ტვირთი იბრუნებოდა სამეგრელოს ნავსადგურებში, როგორც ამ დოკუმენტიდან ვიგებთ, ლევან დადიანმა ბიჭვინთაში განბაჟებული ხომალდების ბაჟი ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარს შესწირა, თითო ხომალდს თავისი ტვირთიდან ტაძრისთვის უნდა შეეწირა: 10 ღვინი, 10 მეში (?), 10 მახართელი მარილი, 10 მთელი თევზი, 1 ჩექმა, 1 მშვილდი, 1 თივთიკის თეთრი ქუნთი, 1 ხალიჩაი, 1 წონა მატყლი, 1 წონა სპილენძი, 1 წონა რკინაი (მადლობა ნიკოლოზ ჟღენტს ამ შესანიშნავი დოკუმენტის გაზიარებისთვის).
ბიჭვინთის ნავსადგურის გვერდით გამოსახულია მეორე მნიშვნელოვანი პორტი, ზუფუ, რომელსაც ადგილობრივი ფეოდალი - ზუფუარი აკონტროლებდა.
ბიჭვინთის ,,უწარჩინებულესი საყდარი" ძლიერი საეკლესიო სენიორია იყო, ბიჭვინთის იადგარში ვკითხულობთ:
,,ვინც არ უნდა იყოს, დიდებული ან თავადი, აზნაური, თუ კათალიკოზს აგინებს, ან საცემრად გაიწევა, ორმოცდაათი გლეხი საყდარს უნდა გადასცეს და კათალიკოზს სისხლის ორმაგი ფასი გადაუხადოს, დიდი ხვეწნით...
ვინც კათალიკოზის ჯოგს გაძარცვავს, საყდარს ექვსი ათასი ძველი თეთრი უნდა გადასცეს.
ვინც საყდრის მოინალე კაცს მოკლავს, შვიდასი ათასი თეთრი საყდარს უნდა გადაუხადოს, ოთხასი ათასი სისხლად და თხუთმეტი ათასი სანახშირედ იმათ გადაუხადოს.
ვინცა ბიჭვინტის საყდრის ყმას ცოლს წაართმევს, თუ ხუცესი იქნება, ორი სისხლის ფასი გადაუხადოს, და თუ ერისკაცი, ერთი სისხლი მთლიანად გადაუხადოს.
ვინც [ბიჭვინთის საყდრის შვილს] ქალს გაუგდებს, სრული სისხლი უნდა გადაიხადოს.
ვინც კათალიკოზის უკითხავად ბიჭვინტის წყალს ინადირებს მოსადებლით, ოცი ათასი თეთრი საყდარს უნდა გადაუხადოს".
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way