USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Тбилиси
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება
дата:  541

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება. რიგ მომსახურებაზე საფასურის ახლებურად განსაზღვრას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონის პროექტით, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური განისაზღვრება 100 ლარით, ნაცვლად 30 ლარისა. ასევე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური შესაბამისი აქტის შედგენით განისაზღვრება 130 ლარით, ნაცვლად 60 ლარისა.

გარდა ამისა, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური იქნება 130 ლარი, ნაცვლად 50 ლარისა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати