USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
შსს-ს ინფორმაცია 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ
дата:  565

24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 35 028 მოქალაქე შემოვიდა, 20 733 მოქალაქე კი გავიდა.

უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

„აღნიშნულ პერიოდში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა 35 028 უნიკალური პირის შემოსვლა, ხოლო 20 733 შემთხვევაში ფიქსირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა გასვლა. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის (შემოსვლა/გასვლა) შესახებ ინფორმაციის დამუშავება განხორციელდა ერთჯერადად. საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/- 2,4%”, - ნათქვამია შსს-ს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати