USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
შსს „ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში
Date:  347

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ და ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პოლიციის მიერ ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way