USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
შსს-მ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Date:  328

„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გორში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცლებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი, მისი ბოლოდროინდელი, შეურაცმყოფელი განცხადებებია საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის მისამართით.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way