მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.
გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.