USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
შსს-მ მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
თარიღი:  802

მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, კაცს ხელი კრეს, რის შემდეგაც, ის ლიანდაგში ჩავარდა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის