USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
შს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ანგარიში მოისმინა
Date:  732

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ანგარიში მოისმინა.

შეხვედრაზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტთან ერთად, ის სიახლეები წარმოადგინა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელდა.

რეფორმირების ფარგლებში, ზედამხედველობის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა 100%-ით გაიზარდა, განახლდა ავტოპარკი, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტრონული მომსახურების სერვისები. აღნიშნულმა ცვლილებებმა სამსახურს საშუალება მისცა, გაეზარდა პრევენციული სამუშაოების ეფექტურობა. სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი პერმანენტულად მუშაობს სამსახურში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და აქტიურ გამოყენებაზე.

შეიქმნა ინტერაქციული რუკა, რომელიც საშუალებას იძლევა, დისტანციურად განხორციელდეს შემთხვევების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. რუკაზე დატანილია სტრატეგიული ობიექტები, სახანძრო ჰიდრანტების განლაგება, წყლის რეზერვუარების ლოკაციები და ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ამარტივებს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს. ასევე, მოხდა საკომუნიკაციო საშუალებების განახლება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა უპილოტო საფრენი აპარატებით მუშაობის დანერგვა, როგორც მონიტორინგის პროცესში, ასევე, სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში. გარდა ამისა, დეპარტამენტმა შეიმუშავა სტატისტიკის აღრიცხვის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტი ინფორმაციის აკუმულირებას, რაც საშუალებას იძლევა, ანალიზის საფუძველზე დაიგეგმოს და განხორციელდეს ოპერაციები.

პრეზენტაციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დადებითად შეაფასა სამსახურში განხორციელებული რეფორმები და მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს - თემურ მღებრიშვილს და ამავე სამსახურის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი როინ ვარშანიძე, სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა ქემერტელიძე და მისი მოადგილე ნანა ტაბაღუა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way