USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პოსტი გიორგი პაპავამ დაიკავა
дата:  421

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დავით ფაჩულიამ დატოვა და მის ადგილს გიორგი პაპავა დაიკავებს. საკადრო ცვლილებების შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ვინ არის გიორგი პაპავა?

გიორგი პაპავა 1986 წელს დაიბადა. 2003-2008 წლებში, იურიდიული განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:

  • 2022 - 2024 წწ. - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი - დირექტორი;
  • 2017 - 2022 წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრი;
  • 2016 - 2017 წწ. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • 2016 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
  • 2014 –2016 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - დირექტორის მოადგილე;
  • 2010 – 2014 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე - საფინანსო სამსახურის შესყიდვების მენეჯერი, პერიოდულად საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
  • 2007 – 2009 წწ. სს „გუდაური“ - შესყიდვების მენეჯერი;
  • 2005 – 2007 წწ. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

აღსანიშნავია, რომ გარდა შპს „თბილსერვის ჯგუფისა“, საკადრო ცვლილება მოხდა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობაზე. თბილისის განვითარების ფონდს თამაზ ალიბეგაშვილი უხელმძღვანელებს.

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати