USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
Date:  1780

წყარო:https://bm.ge/

გვსურს, გამოვეხმაუროთ სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი კომპანია შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია „ბიემჯის“ ეთერით გავრცელდა. უპასუხისმგებლო და მცდარია საქართველოს განათლების ჯგუფის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მეტიც, ამ და სხვა ქმედებებით „საქართველოს კაპიტალი“ და პირადად ირაკლი გილაური მიზანმიმართულად აგრძელებენ როგორც სკოლის, ისე დამფუძნებელი პარტნიორის, ნათია ჯანაშიას, საქმიანი რეპუტაციის შელახვას სკოლის მმართველობიდან და პარტნიორობიდან მისი ჩამოშორების მიზნით.

2019 წლიდან დღემდე, ჩვენი ეფექტიანი და გამჭვირვალე მენეჯმენტის პირობებში, სკოლის შემოსავალი 500%-ზე მეტით არის გაზრდილი და არსებული EBITDA აღემატება საქართველოში მოქმედი ყველა კერძო სკოლის მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ინვესტორისთვის ეს ყველაფერი ცნობილია, თავისი განცხადებით ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სკოლის ფინანსურ მდგრადობას, რაც აბსოლუტური სიცრუეა და მხოლოდ სკოლისა და ნათია ჯანაშიას საქმიანი რეპუტაციისათვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.

ე.წ ინვესტორს მენეჯმენტის ეფექტიანობასთან დაკავშირებით 5 წლის განმავლობაში არავითარი კითხვა და ეჭვი არ გამოუთქვამს არც წერილობით, არც რაიმე სხვა ფორმით და მისი განცხადება, თითქოს სამუშაო პროცესში ვერ იღებდნენ სკოლის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას, არ შეესაბამება რეალობას.

საქართველოს განათლების ჯგუფი თავის განცხადებაში მიზანმიმართულად გაურბის მთავარ თემას – იმას, რომ მან არ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულება, აეშენებინა 2 600 მოსწავლეზე გათვლილი ორი კამპუსი.

მეტიც, ამ პერიოდში „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ საკუთარი სახსრებით შეძლო არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და აღჭურვა. თავის განცხადებაში „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ სწორედ ეს 38 მილიონი ლარი გამოაცხადა თვალთმაქცურად საკუთარ ინვესტიციად.

აგრეთვე, სიცრუეა COBIS-ის აკრედიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების ჯგუფის განცხადება, თითქოს მისი ქმედებები საერთაშორისო აკრედიტაციის შეჩერების რისკებს არ ქმნის. COBIS-ის პოზიციის ამსახველი დოკუმენტი, რითაც მაჟორიტარი პარტნიორის განცხადების საწინააღმდეგო პოზიცია დასტურდება, ჩვენ უკვე გავასაჯაროვეთ.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას მიზანი ერთადერთია: უპასუხისმგებლო ე.წ. ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლა და 70% წილის უკან დაბრუნება.

არ მივცემთ უფლებას უპასუხისმგებლო ინვესტორსა და მის ხელმძღვანელ ირაკლი გილაურს, გააგრძელოს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“, მისი მოსწავლეების, მშობლებისა და თანამშრომლების ინტერესებისთვის ზიანის მიყენება. სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი დავა გაგრძელდება როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირაკლი გილაურს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და დააბრუნოს კომპანიის წილი, რომლის შეძენის პირობებიც მან არ შეასრულა. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად არ დაზარალდეს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის ინტერესები და დამფუძნებელმა ნათია ჯანაშიამ შეძლოს მის მიერ შექმნილი სკოლის შემდგომ განვითარებაზე ფოკუსირება.

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way